LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებითი კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ: კახა კალაძე

92
Capture

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, დამატებით კვლევები ჩაიტარა და თავს კარგად გრძნობს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ, ფეისბუქჩართვის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვალდებულად მიიჩნევს მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდოს.

“დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, კახა კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან – კადრები, რომელსაც დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები