LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამესიზმრე და ცოტა მაინც დამამშვიდე.. ალბათ, უკვე სამოთხეში ხარ დედიკო“ – ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ბიჭის დედა

2572
Untitled design (2)

3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოკატასტროფის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის, ლაშა წიქორაძის დედა, თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„3 ივლისი ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედიაა.. დაიმსხვრა ჩვენი ყველა ოცნება“ – რას წერს ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ბიჭის დედა

„დედი, წარსდექი უკვე ღვთის წინაშე.. რა გითხრა? ანგელოზად გადაგაქცია და მის გვერდით ხარ..

დამესიზმრე და ცოტა დამამშვიდე მაინც დედი.. მაგრამ შენ ცოდვები არ გქონდა დედი.. ჯოჯოხეთი აქ გაიარე და ალბათ უკვე სამოთხეში ხარ დედიკო. მითხარი დედი. ჩემო ფერადო და მუდამ მომღიმარო შვილო“, – წერს თეა გუბელაძე.

ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან  3 ივლისს, გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

 

Las Haდედი წარსდექი უკვე ღვთის წინაშეეეე რა გითხრააა ანგელოზად გადაგაქცია და მის გვერდით ხარ??დამესიზმრე და ცოტა…

Posted by Tea Gubeladze on სამშაბათი, 04 ივლისი, 2023

 

მეგობრები იყვნენ ყველანი, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები, გლოვობს მთელი სოფელი..“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g