,,ლამაზი წელი იქნება” – ამ წარწერით გამოაქვეყნა დამიანო დავიდმა ,,ინსტაგრამზე” დავ კამერონთან ერთად გადაღებული ფოტოები, რომლითაც საზოგადოებას პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი სიახლე ამცნო.
3 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტით ცნობილი გახდა, რომ დავიდმა კამერონს ხელი ოფიციალურად თხოვა და ვარსკვლავური წყვილი დაინიშნა.
სურათებზე, დავიდს კამერონის ხელი უჭირავს, რომელსაც ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს.
ინფორმაცია არტისტების რომანის შესახებ მედიაში 2023-ის ბოლოს გავრცელდა, ოფიციალურად კი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ისინი 66-ე „გრემის” პრე-გალა საღამოზე ერთად მივიდნენ.

საინტერესო ფაქტია, რომ 2022 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე დავ კამერონმა ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში” Måneskin-ს მოუგო. იტალიური როკ ჯგუფის ვოკალისტობის პარალელურად, ამჟამად დამიანო დავიდი სოლო კარიერითაა დაკავებული.
