LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამიჭირეს, მცემეს… ვერაფერი დავინახე, თავჩახრილი ვიყავი და მირტყამდნენ“ – სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ შონია

212
ზურაბ შონია

სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ შონიას სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას დიღომში პოლიციამ სასტიკად სცემა. 

აქტივისტსა და მზარეულს ხილული დაზიანებები მთელს სახეზე ახლაც ეტყობა. მან „ინგოროყვას“ კლინიკა დღეს დატოვა და „ტვ პირველთან“ საუბრისას თქვა, რომ მომხდარის შესახებ დეტალები არ ახსოვს, რადგან თავს იცავდა.

აქციაზე დაკავებული 16 წლის ბიჭის დედა: „დაკავებისას სცემეს, მუცელში ისეთი წიხლი დაარტყეს, რომ ვერ ამოისუნთქა, სავარაუდოდ გონებაც დაკარგა… გდდ- ს ხალხმა ყველაფერი წაართვა, ფული, ტელეფონი, პირადი ნივთები“

„დამიჭირეს, მცემეს… იურისტებს რომ შევხვდები და მერე ალბათ უფრო დეტალურად მოვყვები. დაკავების მანქანამდე სანამ მიმიყვანეს, იქამდე მოხდა.

ვერაფერი დავინახე, რადგან თავჩახრილი ვიყავი და მირტყამდნენ, მერე ჩამსვეს მანქანაში. მანქანაში პატრული ნორმალურად მექცეოდა.“ – უთხრა მედიას ზურაბ შონიამ.

შსს: „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 31 პირი დააკავეს…“ – გავრცელებული ინფორმაციით ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

❗ „დამიჭირეს, მცემეს… თავჩახრილი მირტყეს -პირველი ინტერვიუ მზარეულთან, რომელიც "ხარებას" რაზმმა სასტიკად სცემა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday 4 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g