საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Club De Chance–ის წარმომადგენლობის Club De Chance Tiflis ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა კონკურსი “დამიხატე მშვიდობა” , რომელმაც გააერთიანა მთელი საქართველოს ბავშვები.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიურის მიერ შერჩეული 50 ნამუშევარი პარიზში გადაიგზავნა.
ამასთან, საქართველოში ჩატარდა კონკურსი, სადაც ლატარიის პრინციპით გაიმარჯვა ერთმა მონაწილემ და მოიგო საგზური პარიზში, გამარჯვებული საფრანგეთის დედაქალაქში მშობელთან ერთად გაემგზავრება.
გაგზავნილი ნამუშევრებიდან ფრანგულმა ჟიურიმ გამოავლინა 7 გამარჯვებული.
1 ივნისს გალერეა I Art– ში გაიმართება დასკვნითი საღამო, სადაც 50-ვე მონაწილე ქართველი ბავშვი და ასევე, საფრანგეთში გამარჯვებული 7 მონაწილე დაჯილდოვდებიან ქართული და ფრანგული სერტიფიკატებით.