LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამითმეთ პირდაპირი ეთერი და მოიწვიეთ დებატებში თამთა და მისი ადვოკატი – მარიამ კუბლაშვილი

611
mariam-kublashvili-1517564650-1024x682

მარიამ კუბლაშვილი ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს პერიოდულად გაასაჯაროვებდა და რომ ინტენსიური მუშაობა დაიწყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად. “ტვ პირველის” ეთერში 11 ოქტომბერს პირდაპირი ეთერის დადებით თუ უარყოფით შედეგებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს და სხვადასხვა შეფასებებს აძლევენ, როგორც მედიასასუალებები, ასევე თვითონ დაზარალებული მხარე და უფრო აქტიური გახდა სოციალური ქსელები.

 

„ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, მაშინ სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე?“ – ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა. ადვოკატი თავისი განცხადებით იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც საავადმყოფოდან ილია ჯიშკარიანის პირდაპირ ეთერში ჩართვას მოჰყვა.

თუმცა კითხვის ნიშნები, რომელიც აღნიშნულ საქმეს თან ახლავს, უფრო მეტი და უფრო კრიტიკული გახდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თუ საკუთარი პიზიციების გამყარება უდევს საფუძვლად მარიამ კუბლაშვილის განცხადებას, ძნელი სათქმელია, თუმცა ის ისევ პირდაპირ ეთერს ითხოვს. ამჯერად  „მთავარის“ ტელევიზიის საშუალებით. ადვოკატმა თავის ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა.

“დღის დასასრულს, ამდენი გაუგებრობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის! მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა”, – წერს მარიამ კუბლაშვილი.

რამდენად იქნება შესაძლებელი პირდაპირ ეთერში მოწმის „დაკითხვა“ და რა შედეგით დასრულდება ეთერი, ამას ნიკა გვარამიას დადებითი პასუხის შემდეგ გავარკვევთ. მანამდე კი დღის განმავლობაში როგორც მედიასაშუალებები, ასევე სოციალური ქსელები განიხილავენ ადვოკატის და დაზარალებულის შესაძლო დაპირისპირებას, მათ თანაბარ უფლებებს, თუნდაც იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით. კუბლაშვილის განცხადებას მისივე გვერდზე უკვე შეფასებები მოჰყვა. მათ შორის ყველაზე აქტუალური ქალური სოლიდარობის თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g