ცხოვრება არის …
ცხოვრება არის ჩემი ოჯახი, შვილები, მეგობრები…
სამშობლო…
სამშობლო ჩემთვის ყველაფერია… ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში ვერასდროს ვიცხოვრებდი.
ხვალინდელი დღე…
ხვალინდელი დღე პირველ რიგში საფიქრალია, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს… ასევე მშვიდობა ქვეყანაში…
თუ ვიქნებოდი პატიმარი…
არასდროს ვარღვევ კანონებს, ასე რომ პატიმრობ ვერ წარმომიდგენია…
დამოკიდებული ვარ…
დამოკიდებული ვარ მუსიკაზე, ოჯახზე, სიყვარულზე…
უფალს ვკითხავდი…
უფალს ვკითხავდი, რატომ წამართვა უდროოდ მამა?!
მსოფლიოს ვეტყოდი…
მსოფლიოს ვეტყოდი, გვიყვარდეს ერთმანეთი, არა ომს!
სიყვარული…
სიყვარული პირველ რიგში პატივისცემაა, ურთიერთგაგება..
მეგობარია,ის ვინც…
მეგობარია, ის ვინც მუდამ შენს გვერდითაა…
ერთი დღით ვიქნებოდი…
ერთი დღით ვიქნებოდი ჯადოქარი…
მიკვირს…
მიკვირს შური, ბოროტება…
სიკვდილი…
მეშინია…
საყვარელი მწერალი…
კონსტანტინე გამსახურდია
ავტორი ლანა ბიბილურიძე