LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს – ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ: ვიოლა ფონ კრამონი

112
ვიოლა ფონ კრამონი

„26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “twitter“- ზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში საუბრობს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება – ჰიმნს ნატო მეტონიძე შეასრულებს

ევროპარლამენტარი საკუთარ მიმართვაში ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა, მისი სიტყვებით, კარგია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდა.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი და დასძენს, რომ ევროკავშირს და საქართველოს სხვა პარტნიორებს სურთ, ქვეყანას  შიდა და გარე გამოწვევების გადალახვაში დაეხმარონ.

„თითქმის მოგვარებული საპარლამენტო კრიზისი კარგი მაგალითია. თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანია და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ადრე,“- წერს ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გვერდით უდგას.

„თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნება დიდ გამოწვევად რჩება. ევროკავშირი  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში თქვენს გვერდითაა“, – წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g