LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში მეგობარი ქვეყნების დელეგაციები ჩამოდიან

134

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მეგობარი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები ჩამოდიან.  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს დალია გრიბაუსკაიტეს და ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, 26 მაისის სამზადისმა პიკს მიაღწია და საქართველოში ჩამოდიან მეგობარი ქვეყნების დელეგაციები.

“საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით გვეწვევა 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.
პირველი ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის ორმხირივი ვიზიტიც სპეციალურად ეძღვნება ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია, რომ სწორედ ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება პრეზიდენტების შეხვედრის დროს.  ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატოს სამიტის კონტექსტში და განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე ის ნაბიჯები, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველომ და ლიეტუვამ ერთად, კოორდინირებულად უნდა გადავდგათ,” -აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g