პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მარტა ბარამიძე, რომელსაც თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
როგორც მარტა ბარამიძე აღნიშნავს, მას 5 კვლევა და 2 მცირე ოპერაცია დარჩა გასაკეთებელი. ხოლო ჩატარებული პროცედურების თანხა საზოგადოების დახმარებით სრულად დაფარა.
„სალამი მეგობრებო, საოცარო ადამიანებო, ვინც, აი, წარმოუდგენელი სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინეთ ჩემ მიმართ, არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ცხოვრების უდიდეს სტიმულს მაძლევთ და მაძლიერებთ.
ხშირად ვერ შემოვდივარ სოციალურ ქსელებში წერილების წასაკითხად, ცოტას მოვძლიერდები და სათითაოდ გიპასუხებთ ყველას.
რა პროცედურებიც გამიკეთდა, თანხა სრულად დავფარე თქვენი წყალობით.
დამრჩა სულ 5 კვლევა გასაკეთებელი ავერსის კლინიკაში და 2 მცირე ოპერაცია, რომელიც არ არის საშიში და მარტივად კეთდება ტექნოლოგიების დახმარებით.
ბევრმა მთხოვა ხელახლა დავურთო ანგარიშის ნომერი, ისე მერიდება, არ ვიცი როგორ ვთქვა, აი ცხოვრებაში რომ ის სიტუაციაა, რაღაც მოულოდნელად როცა ხდება და სრულ ბურუსში ხარ, სადაც გზა არ ჩანს, მაგრამ უცებ უამრავი დახმარების ხელი ჩნდება გამოწვდენილი. არ ვიცი, რით დავიმსახურე თქვენი ასეთი გულითადი სიყვარული…
თბს ბანკი: GE08TB7102445061100081
საქართველოს ბანკი: GE88BG0000000184031700 “, – წერს მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში.
სალამი მეგობრებო🫶🏼🙏🏻საოცარო ადამიანებო,ვინც აი წარმოუდგენელი სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინეთ ჩემს მიმართ,არამხოლოდ…
Posted by Marta Baramidze on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025