რამდენი ხანია რეკომენდებული ბავშვის პლაჟზე ყოფნა და შეიძლება თუ არა მისთვის ზღვის ნაპირზე ნაყიდი საკვების ჭამა?
პედიატრი, ნინო ჯიმშელაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ ხშირად ზღვაზე ჩასული დამსვენებლები პირველივე დღეს ბავშვებს დიდი დროით აჩერებენ ზღვის ნაპირზე, რაც არასწორია:
„დამსვენებლები ჩამოდიან და პირველივე დღეს ბავშვები სამი საათი ზღვაზე ჰყავთ – ეს არ არის სწორი.
ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, ჯერ ერთი საათით, ორი საათით და ასე შემდეგ. მიჩვევის შემდეგ დიდ ხანსაც შეიძლება ყოფნა.
რაც ყველაზე მთავარია, საკვები, რომელიც უხვად არის პლაჟზე – თავი უნდა შევიკავოთ, რომ ეს საკვები ბავშვმა შეჭამოს.
თუ მაინც და მაინც, ბავშვმა მოინდომა პლაჟზე კვება, ამ შემთხვევაში აუცილებელია ხელების კარგად დამუშავება და დიდი სიფრთხილით საჭმლის მიცემა – ისიც რათქმა უნდა ცოტა, რომ ბავშვი ასე ვთქვათ მოვატყუოთ.
ბავშვი როდესაც ახალი ნაჭამია, არ შეიძლება ზღვაში შესვლა, კვებიდან ერთ საათშია რეკომენდებული“, – ამბობს პედიატრი.