ოთხშაბათს, 8 ივნისი, 17 საათზე, რადიო “არ დაიდარდო”-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა – “დამზადებულია საქართველოში”.
ბეგი მასპინძლობდა ცნობილ შემსრულებლებს – ნინი ბადურაშვილს და დათუნა სირბილაძეს. სტუმრებმა ისაუბრეს საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე.
გადაცემას სატელეფონო ჩართვით სტუმრობდა საპრემიერო სიმღერის ავტორი – გიორგი მაისურაძე. გადაცემის მიწურულს შედგა სიმღერის პრემიერა და მისი მოსმენა უკვე შეგიძლიათ რადიო “არ დაიდარდო” -ს პირდაპირ ეთერში.
ნინი ბადურაშვილი და დათუნა სირბილაძე – შეგხვდი შენ
Audioდათუნა სირბილაძე & ნინო ბადურაშვილი – შეგხვდი შენ
კომპოზიტორი – გიორგი მაისურაძე (ჯაზუ)
ლექსი – მანანა გურგენიძე
არანჟირების ავტორი – გიორგი მაისურაძე (ჯაზუ)
მათ კი ვინც ვერ შეძლო გადაცემის პირდაპირ ეთერში მოსმენა, გთავაზობთ გადაცემის აუდიო ჩანაწერს.
Audioდამზადებულია საქართველოში – დათუნა სირბილაძე & ნინო ბადურაშვილი