LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანას არ უწევენ რეკომენდაციას“ – ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს

390
2026-08-01_01-05-05_748886

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს.

„კრაზანა, ბზიკი, ფუტკარი – ყველას თავისებური ნესტარი აქვს. რას ნიშნავს ეს? ფუტკარს ახასიათებს ძირითადად ნესტარის ჩატოვება და ამ დროს შხამის ექსპოზიცია გრძელდება. კრაზანა და ბზიკი უმეტესად არ ტოვებს ამ ნესტარს, ანუ “მრავალჯერადია”. თუ ნესტარი ჩანს, აუცილებლად ეს უნდა იყოს ამოღებული და მისი ინსექტიდის და ამ შხამის ექსპოზიცია არ უნდა გრძელდებოდეს“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ალერგოლოგი ნესტრის ამოსაღებად კი დანის გამოყენებას არ გვირჩევს.

„დანას არ უწევენ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ ბასრია, შეიძლება ჭრილობა გამოიწვიოს. ყველა ოჯახში, ყველა უფროსს აქვს პლასტიკური ბარათი. პლასტიკური ბარათი ყველაზე იდეალური მეთოდად ეს ითვლება. მსოფლიოში ჩემი კოლეგები ამას უწევენ რეკომენდაციას, ამოიღეთ თქვენი საფულიდან პლასტიკური ბარათი და გამოიყენეთ ნესტრის მოსაცილებლად. შემდგომ ცივი საფენი, ანტიჰისტამინური საკმარისია.

თუ რეაქცია გაფართოვდა, ან რეაქცია მოცილებულ, მოშორებულ ლაკალიზაციაზე გამოჩნდა, ვთქვათ მიკბინა კიდურზე, მაგრამ მე სადღაც მუცლის ან ზურგის არეში უნდა დაათვალიერო, მაშინ ბუნებრივია საჭიროა, რომ 112-ში დავრეკოთ ან უახლოეს ამბულატორიულ განყოფილებაში გადავიდეს პაციენტი“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები