LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

169
image_2022-05-02_093656361

დანიამ და შვედეთმა განაცხადეს, რომ პირველ მაისს რუსეთმა ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ქვეყნები მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ელჩებს იბარებენ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა განაცხადა, რომ ეს მიუღებელია და განსაკუთრებით სახიფათოა ამ ვითარებაში. მისი თქმით, ელჩის დაბარების მიზეზიც, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაა.

ცნობისთვის, დანია NATO-ს წევრია, შვედეთი კი ახლა განიხილავს, შეუერთდეს თუ არა ალიანსს. თუმცა როგორც BBC წერს, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა გაზეთ Dagens Nyheter-ს განუცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ინციდენტი ამ დისკუსიებს უკავშირდებოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g