LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია დასაქმებულებს უფროსების კრიტიკის უფლებას მისცემს

110
Employment-in-Denmark-Employee-Rights-1024x536

დანიის ქალაქ ორჰუსში დაიწყო პროგრამა, რომელიც დასაქმებულთათვის უნდა გახდეს გარანტია, რომ შეძლონ გამოხატონ თავისი კრიტიკული აზრი, მათ შორის მნიშვნელოვან სამსახურებრივ საკითხებზე. ამასთან, ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ კრიტიკის გამო დასაქმების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნებათ. Cxcglobal-ის ინფორმაციით, ეს ქვეყანაში პირველი მსგავსი ინიციატივაა.

ადგილობრივი პროფკავშირების ინფორმაციით, საჯარო სამსახურში მომუშავე ყოველი მეოთხე ადამიანი პრობლემებზე ღიად საუბარს გაურბის, რაც სამსახურის დაკარგვის საშიშროებას უკავშირდება. დასაქმებულთა 40% კი აზუსტებს, რომ ხელმძღვანელობას აზრის საჯარო გამოხატვა პირდაპირ ან ირიბად შეუზღუდავს.

ახალი პროგრამა დამსაქმებლებს აიძულებს, რომ ხელშეკრულებაში კრიტიკის უფლება ნათლად გაწერონ. ასევე, იგეგმება სპეციალური სწავლების ჩატარება თანამშრომლებისა და ხელმძღვანელებისთვის, რათა სამუშო ადგილას უფრო გულწრფელი ატმოსფერო იყოს.

მართალია, პროგრამაში დარღვევებისთვის მკაცრი სანქციები არ არის გაწერილი, თუმცა პროფკავშირები დარწმუნებულია, რომ მერია შეთანხმების შესრულებას მკაცრად გააკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები