LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია სკოლებში ტელეფონების აკრძალვას აპირებს

107
Screenshot 2025-03-06 142948

დანიის ხელისუფლება აპირებს, რომ სკოლებში და კლასგარეშე გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალოს. Commersant-ის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილების შეტანა კანონპროექტში იგეგმება.

აკრძალვის მიზანია დაეხმაროს ბავშვებს სწავლაზე კონცენტრაციაში. დანიის მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეების უმრავლესობა აღიარებს, რომ ტელეფონები გაკვეთილებზე უაზროდ აცდენენ. ამასთან, სკოლების 84%-ში უკვე არსებობს გაჯეტების მოხმარების თავისი წესები და ისინი ყოველთვის არ მუშაობენ.

სიახლის ფარგლებში ექსპერტებს ასევე სურთ, რომ 13 წლამდე ბავშვებს სმარტფონები და პლანშეტები საერთოდ არ მისცენ და მათ სოც-ქსელებთან კავშირიც შეუზღუდონ.

აღსანიშნავია, რომ სმარტფონების გამოყენება უკვე აკრძალულია იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის და საბერძნეთის სკოლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები