LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში „მწვანე“ ავტომობილების რაოდენობა 2030 წლისთვის 50–ჯერ მეტი უნდა იყოს   

54
ecologytransport

დანია გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა 50–ჯერ მაინც გაზარდოს, ანუ დღევანდელი მონაცემებით 15,5 ათასიდან 775 ათასამდე. ამისთვის ხელისუფლებამ ცალკე ბიუჯეტი გამოყო და თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს. (ელექტრო დასამუხტი სადგურები და გათბობის სისტემები)

დანიაში მთლიანობაში 2,7 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული და მათი დიდი ნაწილი საწვავზე მუშაობს.

ელექტრომობილებზე გადასვლა ევროკავშირის  მრავალწიანი გეგმის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. გეგმა კი მავნე გამონაბოლქვის შემცირებას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას გულისხმობს. ამ წლის დასაწყისში ევროპელმა სპეციალისტებმა დათვალეს, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად, ანუ 2050 წლისთვის გამონაბოლქვის ნულამდე შესამცირებლად, ელექტრონული ავტომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობა 15–ჯერ უნდა გაიზარდოს.

ამასთან, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ინფრასტრუქტურას სცდება. მაგალითად, ირლანდიაში გეგმავენ რომ 2030 წლისთვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა სრულად აკრძალონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები