LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში პატიმრების მიმართ მიდგომას შეცვლიან

128
imrs.php

დანიის ციხეებში პატიმრების დასჯის სისტემის მიმართ დამოკიდებულებას ცვლიან: მაგალითად, დამნაშავეებს კარცერში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაგზავნიან. ინფორმაციას ამის შესახებ sage Journals ავრცელებს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ სასჯელის განმარტოებით მოხდა კიდევ უფრო მეტი აგრესიის პროვოცირებას იწვევს. ამიტომ, პატიმრები კარცერში მხოლოდ სერიოზული საშიშროების დროს მოხვდებიან, მაგალითად მაშინ როცა თანამესაკნეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ამასთან, ასეთი სასჯელის მაქსიმალური ვადა 2 კვირამდე შემცირდება.

უსაქციელობისთვის პატიმრები ჯარიმას – 846,3 დანიურ კრონს (113,94 ევრო) მიიღებენ. გარდა ამისა, მათ შესაძლოა პაემნები, წერილები და სატელეფონო ზარებიც შეეზღუდოთ. თუმცა, ეს შეზღუდვები არ გავრცელდება უახლოეს ნათესავებთან კომუნიკაციაზე.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ ასეთი კონტაქტები უჩენენ პატიმრებს გამოსწორების მოტივაციას, რათა ციხე მაქსიმალურად ადრე დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ დანია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყანათა შორის, სადაც კრიმინალის დონე ძალიან დაბალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები