დანია გეგმავს, რომ ქალებისთვის სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულო გახადოს, რადგან უახლოეს მომავალში შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
ეს ნაბიჯი ქვეყანას დაეხმარება, რომ ნატოს მოთხოვნები შეასრულოს.
ამ დროისთვის დანიაში სამხედრო სამსახურში 18 წელს გადაცილებულ მამაკაცებს იწვევენ. ქალებს კი არმიაში წასვლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეუძლიათ. მსახურების დრო 4 თვიდან ერთ წლამდეა.
მეზობელ ნორვეგიაში სავალდებულო სამსახური ქალებისთვის 2015 წლიდან შემოიღეს.
ამასთან, ქალები იმავე დანაყოფებში მსახურობენ სადაც მამაკაცები. მსახურების დრო 19 თვეა.