დანიელებმა შუქნიშნის პატარა კაცუნები ვიკინგებით ჩაანაცვლეს. საინტერესო იდეა ქალაქ ორჰუსის ხელისუფლებას გაუჩნდა. ახალ გამოსახულებაზე სკანდინავიელი მებრძოლის ყველა ატრიბუტია განთავსებული – ფარი, საბრძოლო იარაღი, შლემი და ა.შ.
პროექტის მთავარი იდეა ქალაქის მაცხოვრებლებისა თუ ტურისტებისთვის ისტორიის შეხსენებაა. საქმე ისაა, რომ ქალაქი ორჰუსი პირველი ათწლეულის დასაწყისში სწორედ ვიკინგებმა დააარსეს. გარდა ამისა, „პატარა ვიკინგები“ დასახლებას, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 30 ათას ადამიანს შეადგენს, განსაკუთრებულობას შესძენენ და საინტერესო ატრაქციად გადაიქცევიან.