LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა

105
Young people react during the drive-in Eastern service at the parking lot at Aalborg Airport on April 12, 2020 amid the spread of the novel coronavirus COVID-19. (Photo by Henning Bagger / Ritzau Scanpix / AFP) / Denmark OUT

დღეიდან დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ მედია წერს. დანია პირველი ქვეყანაა ევროკავშირის წევრებს შორის, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან, დანიაში „კოვიდ-19“  საზოგადოებისთვის კრიტიკულად საფრთხის შემცველ დაავადებად არ ითვლება.

დღეიდან მასობრივი ღონისძიებების დამსწრეებს ვაქცინაციის საბუთს აღარ მოსთხოვენ. მანამდე, გაუქმდა პირბადის ტარების ვალდებულებაც.

სექტემბრის დასაწყისში დანიაში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად გაიხსნა ღამის კლუბები. თუმცა, კლუბში მისასვლელად საჭირო იყო კოვიდპასპორტის წარდგენა. ამიერიდან კი ღამის კლუბების კარი ყველასთვის ღია იქნება.

გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციას აღარ მოსთხოვენ. კარანტინში გადასვლა მხოლოდ ინფიცირებულებს მოუწევთ.

კოვიდშეზღუდვების გაუქმება დანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 12 წელს ზემოთ მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ამასთან, დანიაში სამოგზაუროდ წასვლის მსურველებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დანიაში „კოვიდ-19“-ის 340 000 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 2 500 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g