ნეაპოლში, პირველად ახალშობილს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად მისი სახელი – დანიელე ხვიჩა დაარქვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა. მისი მშობლები, არმანდო და კლარა ორივე ნეაპოლის გულშემატკივრები არიან.
„სიმართლეა. დანიელე ხვიჩა დავარქვით. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნეაპოლის“ ირგვლივ მოხდა.“– თქვა ახალშობილის მამამ.