LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელი ავიაგადამზიდები 2030 წლიდან მხოლოდ ეკოლოგიურ საწვავს გამოიყენებენ

44
danishnews

ყველა თვითმფრინავი, რომელიც დანიაში შიდა რეისებს ასრულებს, 2030 წლიდან ეკოლოგიურ საწვავზე იმუშავებს. ამ გზით ქვეყანას სურს, რომ კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს. შეგახსენებთ, რომ მავნე გამონაბოლქვის 14% სწორედ ავიაციაზე მოდის.

თვითმფრინავებს ეკოლოგიური საწვავით ფრენა უკვე შეუძლიათ, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი საკმარისი რაოდენობით წარმოება შეუძლებელია. გარდა ამისა, ძალიან ცოტა კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მაგალითად ბიოსაწვავი ლაინერის შიდა სისტემაზე, რამეთუ ხომალდების უმრავლესობა ისეა აგებული რომ მსგავსი საწვავის გამოყენების შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ბევრი ავიაგადამზიდი ტრადიციული საწვავის შეცვლას არ ჩქარობს.

დღესდღეობით მთავარი მიზანი – საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილების მიღებაა. სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ, ტარდება უამრავი ექსპერიმენტი და ეკოლოგიურ ფრენამდე არც თუ ისე ბევრი დროა დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები