LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის ევროპაში ყველაზე მეტი მწვანე ავტობუსი

54
Screenshot 2022-08-26 104644

დანიაში იმაზე მეტი „მწვანე“ ავტობუსია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. როგორც გაირკვა, დანიური ავტობუსების 78% ელექტრონულია და გარემოს საერთოდ არ აზიანებს.

მეორე ადგილს ლუქსემბურგი იკავებს და მის შემთხვევაში ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 67% მიეკუთვნება.
ლიდერთა სამეულს 66%-იანი მაჩვენებლით ნიდერლანდები ასრულებს.

ასეთი დასკვნა ევროპის ეკოლოგიის კვლევის სააგენტომ გამოაქვეყნა.

ექსპერტებმა ევროპის 16 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია შეისწავლეს.
ზოგადად ევროპულ ქვეყნებში, ავტობუსების 10% ელექტროენერგიაზე მუშაობს, 7% კი – ჰიბრიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები