LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლიდან ევროპაში მოძრავი ყველა ავტობუსი ეკოლოგიურად სუფთა იქნება

111
bus

2030 წლიდან ევროკავშირის ყველა საქალაქო ავტობუსი მავნე გამონაბოლქვის გარეშე უნდა იყოს. ასეთი წინადადებით ევროკომისია გამოდის. ბრიუსელში თვლიან, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიზნისკენ, რომელიც 2050 წლისთვის ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს.

ეკოლოგიურ ტრანსპორტზე უფრო მარტივად გადასვლისთვის, ევროკომისია „მწვანე“ დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებასაც გეგმავს. გეგმის მიხედვით, ავტობუსებისთვის გათვლილი დასამუხტი სადგურები ყოველ 60 კილომეტრში უნდა იყოს განთავსებული, ხოლო წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტისთვის – ყოველ 150 კილომეტრში.

გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს რომ არსებული სტანდარტებიც გაამკაცროს და მაგალითად 2040 წლიდან სატვირთოების მავნე გამონაბოლქვი 90%-მდე უნდა იყოს შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მავნე გამონაბოლქვის 6%-ზე არიან პასუხისმგებელი. ამასთან, მათზე მოდის საავტომობილო ტრანსპორტის მთელი გამონაბოლქვის 25%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები