LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელი სტუდენტები გამოცდებისთვის მოსამზადებლად კუნძულზე მიიწვიეს

107
დანიელი სტუდენტები გამოცდებისთვის მოსამზადებლად კუნძულზე მიიწვიეს

დანიაში გამოცდების პერიოდში სტრესთან ბრძოლის ახალი მეთოდი მოიფიქრეს: სტუდენტებს სპეციალურ კუნძულზე ეპატიჟებიან, სადაც მათ  გამოცდებისთვის მომზადება მშვიდ გარემოში შეუძლიათ. სიახლის შესახებ Euronews წერს.

„საგამოცდო კუნძულზე“ ადრე სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, ახლა კი კომფორტული სივრცე შექმნეს როგორც სწავლისთვის, ისე დასვენებისთვის. პირველი ჯგუფი ლოკაციას აპრილის ბოლოს უკვე სტუმრობდა.

საინტერესოა, რომ ერთდროულად კუნძულს 20-40 ადამიანის დატევა შეუძლია.

პროექტი სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა. კუნძულზე არის იდეალურად მოწყობილი საკლასო სივრცეები, ზღვის პირას მდებარე საუნა და დასასვენებელი ზონები. ახალგაზრდები ერთად ამზადებენ საჭმელს, სწავლობენ და უბრალოდ ურთიერთობენ.

ორგანიზატორების თქმით, ასეთი ფორმატი არამხოლოდ ამცირებს შფოთვას გამოცდების წინ, არამედ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რთულ პერიოდში ერთმანეთი მხარში ამოუდგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები