LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონმა ცალკე შეხვედრაზე მითხრა, იცოდე, ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხრიდანო – სამადაშვილი

140
კრისტიანი

დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური შეთანხმების პროცესი რთული იყო.

„დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან. ანუ ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს საბოლოოდ, რომელიც დაიდება. ასეა, შეთანხმება არის საბოლოო ჯამში კომპრომისი. მე მინდა ვთქვა და მე თუ გახსოვთ, იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, შეგიძლია მოიძიოთ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს ჩემი კომენტარი, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს, რადგან ესეც გასაგებია.

„ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი რომ ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, შეეხება ამნისტია მხოლოდ მათ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ თემის განხილვას ნიკა მელიასთან გეგმავს.

„ვფიქრობ, ნიკასთან მივიდე საპატიმროში და ვესაუბრო, უფრო დეტალურად გავიაროთ ეს თემა“,- აცხადებს  სამადაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g