დანიიში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ქვეყანა, მას შემდეგ რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია, ყოველდღიურ რიტმს უბრუნდება. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მოსახლეობის 60% უკვე ვაქცინის ორივე დოზით იმუნირებულია.
უწყების ცნობით, ახლა ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
„ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციის გავრცელებას საზოგადოებაში. ასე რომ, შეგვიძლია პრევენციული რეკომენდაციების ადაპტირება ისე, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება“, – აღნიშნა დანიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰელენ ბილსტედ პრობსტმა.