„ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის საბოლოოდ ჩამოშლაა.
"თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან"
"გახარია მოსკოვის კაცია, თუ პრემიერი გახდა, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება" - მეუფე იაკობი
მისი თქმით, მსგავს ცვლილებებს, სავარაუდოდ, უსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ლობირებს.
„არ მინდა მერე თქვათ, რომ წინასწარ არ გითხარით…პრემიერ-მინისტრად თვალთხარიად წოდებული გახარიას, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად პათოლოგ, სამოქალაქო ომის გამღვივებელ, ქიზიყელ მილიარდერთა ბანდიდან ამოზრდილი ღარიბაშვილის სავარაუდო დანიშვნებს პირადად ლობირებს საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიული მტერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მიზანი – ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ ჩამოშლა,“- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.