LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დანით თამაშობდა და მუცლის არეში შემთხვევით დაირტყა” – ვარკეთილის ტრაგედიის ახალი დეტალები

73

24 წლის  მამაკაცი ვარკეთილში მდებარე სამხედრო დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 22 თებერვალს დაიღუპა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. გულში დანა დაირტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ვალერი შუხოშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. მეუღლის მონათხრობის მიხედვით, ვალერი შუხოშვილი დანით თამაშობდა და მუცლის არეში შემთხვევით დაირტყა. ამის შესახებ “რეგინფო“ წერს.

გარდაცვლილის მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა და ხშირად კონფლიქტი ჰქონდათ. მათი ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი და ცოლთან დაპირისპირება გამხდარიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. საქმესთან დაკავშირებით კი  რამდენიმე პირი უკვე დაკითხულია.

გარდაცვლილი , რომელიც წარმოშობით გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან იყო, შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები