LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანიური სახლში“ ყველა კატეგორიის პროდუქციაზე 70%-ამდე ფასდაკლებაა

48408059_1899445283487380_8487302195228704768_n

„დანიური სახლი“ საახალწლოდ გრანდიოზულ ფასდაკლების აქციას აცხადებს. კომპანიის ყველა ფილიალში, აბსოლუტურად ყველა კატეგორიის პროდუქციაზე 70%-ამდე ფასდაკლება ვრცელდება.

აქცია დეკემბრის ბოლომდე გასტანს და მომხმარებელს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს „დანიურ სახლში” წარმოდგენილი პროდუქცია.

„გვაქვს 12 ათასი დასახელების პროდუქტი, რაც როგორც ხვდებით, ძალიან ფართო ასორტიმენტია. პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან ხორციელდება, ნაწილი კი ჩინეთიდან ჩამოგვაქვს. ამ ეტაპზე „დანიური სახლი” 7 ფილიალს ფლობს- აქედან 4 თბილისში, დანარჩენი 3 კი – რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. ამასთან, გვაქვს 4 ფრანჩაიზი – გორში, ზუგდიდში, თელავსა და ოზურგეთში”, – აცხადებენ კომპანიში.

შეგახსენებთ, „დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა და უკვე თითქმის ორი ათწლეულია, რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო. „დანიური სახლი“ თანამშრომლობს არაერთ მოწინავე ევროპელ მწარმოებელთან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებიდან ავეჯის, ტექსტილისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები