LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანკინ დონატსის“ ყავის პროდუქტებს დღეიდან 2 ახალი სახეობა დაემატება

65

 

“დანკინ დონატსი“ მომხმარებლებს ესპრესოზე დამზადებულ, გამორჩეული ხარისხის იტალიურ ყავას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, იტალიური ყავა, რომელიც „დანკინ დონატსის“ რესტორნებში იყიდება 100 % არაბიკას ყავის მარცვლებზეა დამზადებული და ძალიან მაღალი  ხარისხისაა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მაღალი ხარისხის ყავის შესათავაზებლად „დანკინ დონატსის“ პერსონალს მასტერკლასები საერთაშორისო ექსპერტმა, ბარისტებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სტავროს ლამპრინდისმა ჩაუტარა. ამავდროულად, 4 აპრილიდან „დანკინ დონატსის“ ყავის პროდუქტების მენიუს სტავროს ლაპრინდისის მიერ შექმნილი მოკა და მაკიატო დაემატება.

„ საერთაშორისო ექსპერტის სტავროს ლამპრინდისის მასტერკლასები ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ ყავის ხარისხი. მაღალი ხარისხის ყავის მისაღებად ყავის მარცვლების ხარისხთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია რესტორნებში ყავის სწორად დამზადება. სტავროსის მასტერკლასები და „დანკინ დონატის“ 100% არაბიკას მარცვლებზე შექმნილი იტალიური ყავაიქნება ის სინთეზი, რომელიც “დანკინის’” ყავას საბოლოოდ, ძალიან მყარად დაამკვიდრებს საქართველოში. ჩვენი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარიხის ყავა “დანკინ დონატსის” რესტორნებში იყიდებოდეს,”- განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა  სოსო ფხაკაძემ.

საერთაშორისო ექსპერტი სტავროს ლამპრინდისი ბარისტათა 12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურიატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g