LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანკინ დონატსმა“ საქართველოში ერთი წლის იუბილე აღნიშნა

50

„დანკინ დონატსმა“ საქართველოში ერთი წლის იუბილე აღნიშნა და ი. ჭავჭავაძის 36ა ნომერში მდებარე რესტორანში მოსულ ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული მასპინძლობა გაუწია. .

„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა და მოხარული ვართ, რომ 2016 წელს ერთი წლის იუბილეს სიმბოლურად 16 რესტორნით შევხვდით და ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნეთ”,- განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  კერძებს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g