ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
ასევე, ადგილზე იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდამჭერები, კოლეგები, პოლიტიკოსები.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანს მხარდაჭერას უცხადებს მისი კოლეგა, ჟურნალისტი, მაია ასათიანი.
„თუ გინდა გააძლიერო, უნდა ებრძოლო! ამ ბრძოლიდან მართლა გაასმაგებული ძალით გამოვა! დაო, 30 წელია ჩემს ცხოვრებაში ხარ, ამ ბრძოლასაც გადაიტან, ეგეთებისთვის გაგიძლია?
ვინ მოიფიქრა ნეტა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შეიძლება ბრძოლით დაამარცხო?! არ გიცნობენ აშკარად!“, – წერს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.