LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს

300
გიორგი ჩიკვაიძე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა – ბიზნესმენი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს და მას „მურუსიძის მონა“ უწოდა.

შეგახსენებთ, მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.

ცნობისათვის, როგორც პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა სხდომაზე თქვა, ბიზნესმენების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეა აღძრული. მისი განცხადებით, „მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, გიორგი ჩიკვაიძე იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“, – თქვა პროკურორმა.

ბრალდების მხარის თქმითვე, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, არ მონაწილეობდნენ მოწმეების დაკითხვაში და საქმეს მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე: „ხვალ დაგვაკავებენ“

შეგახსენებთ, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო. გამოძიების თქმით, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს – ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, „დ“, III – „ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g