LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება საკრებულოსთან: აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

94

თბილისის საკრებულოსთან ვითარება კვლავ დაიძაბა. ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება საპატრულო პოლიციის უფროსმა გასცა. ნადირაძე ამბობს რომ თავდაპირველად, პოლიციელთა ერთი რიგი გაიარა, თუმცა შემდეგ, შესვლაში ხელი შეუშალეს.

“მან აგვიკრძალა საკრებულოს დეპუტატებს საკრებულოში შესვლა”, – განაცხადა ნადირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g