LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება სოფელ ბობოყვათის მოსახლეობასა და პოლიციას შორის – ადგილობრივები თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალება არ აძლევდნენ

87
2025504864981164645777161619402740263407222n

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. რასაც წინ უძღოდა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან აქციის მონაწილე, რამდენიმე პირის ტერიტორიიდან გაყვანა. ადგილობრივებმა ქობულეთში რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს. მათი თქმით, გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

„ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს დააკავეს თუ არა ადამიანები. უწყებაში დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g