ჯეიმი ფოქსისა და კეიტ ჰოლმსის რომანის შესახებ ხმები დიდი ხანია დადის, თუმცა, ამ დრომდე წყვილის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
ამ დღეებში კი, სხვადასხვა ღონისძიებაზე, ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა ორივე მათგანის ხელზე ნიშნობის ბეჭდები შენიშნეს. პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა და ამჟამად ოჯახური იდილიით ტკბება. დაიწერა იმის შესახებაც, რომ ჰოლმსი ორსულად არის.
წყვილის წარმომადგენლებს ამ ყველაფერზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.