ესპანური გამოცემების ნაწილი ირწმუნება, რომ მესი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და მომავალ წელს, არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდს დატოვებს. არც ისე დიდი ხნის წინ კი ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს. რა ხდება სინამდვილეში?
ესპანელი ჟურნალისტების აზრით, მესის „ბარსელონაში“ დარჩენა სურდა. ამას თავად არგენტინელის სიტყვებიც მოწმობდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბარსელონას“ მხოლოდ მაშინ დატოვებს, როდესაც გუნდის დახმარებას ვეღარ შეძლებს.
თუმცა შესაძლოა ორი მიზეზის გამო არგენტინელმა პოზიცია შეიცვალა. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მესის იმედგაცრუება იყოს. კატალონიურ გრანდს ბოლო პერიოდში საქმე მაინცდამაინც კარგად არ მისდის. ამის მიუხედავად გუნდის ხელმძრვანელობა კიკე სეტიენს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. „ბარსელონამ“ ვერც ნეიმარის გუნდში დაბრუნება შეძლო და ვერც ლაუტერო მარტინესი დაიმატა „ინტერიდან“. გუნდში საკადრო და ფინანსური პრობლემებია.
მიზეზი შესაძლოა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტიც იყოს. წარსულში მესის „ბარსელონას“ მმართველებთან რამდენჯერმე მოუხდა უსიამოვნება, მათ შორის კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსთან.
ბოლო დღეების განმავლობაში ლეოს მედიასთან ამ საკითხზე არ უსაუბრია, შესაბამისად ჯერ კიდევ უცნობია, თუ რას გადაწყვეტს სუპერვარსკვლავი.
