LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარჩენილი 2 თვე იქნება ცხელი“ – რამდენ გრადუსს მიაღწევს ტემპერატურა საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

344
ფორტუნა - 2023-07-03T144444.772

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე „რუსთავი 2“ -თან მიმდინარე ზაფხულში მოსალოდნელ ტემპერატურაზე საუბრობს.

როგორც სვეტლანა ნიორაძე ამბობს, ივლისისა და აგვისტოს ცალკეულ დღეებში, ტემპერატურამ, შესაძლოა, +40 გრადუსამდეც მიაღწიოს.

„ივლისის თვეში ამინდის პროგნოზი მოსალოდნელია 1-2 გრადუსით მაღალი იყოს საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე. ჰაერის ტემპერატურამ თვის ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, მოიმატოს +40 გრადუსამდე. ნალექი მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, ნორმის ფარგლებში, ზოგან შესაძლოა ნორმაზე მეტიც იყოს. ივლისის და აგვისტოს თვეები მიიჩნევა საკმაოდ ცხელ თვეებად. ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ, შესაძლოა, მოიმატოს +39, +40 გრადუსამდე.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დარჩენილი 2 თვე იქნება ცხელი, 1 გრადუსით მაღალი ნორმაზე. ნალექების სურათი საკმაოდ ჭრელია – ზოგან მეტი იქნება, ზოგან ნაკლები, ზოგან ნორმის ფარგლებში და არ არის გამორიცხული, ხანმოკლე ელჭექის ხასიათიც ჰქონდეს.

აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს“, – აცხადებს სვეტლანა ნიორაძე „რუსთავი 2“-თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g