LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დეპოლარიზაციისთვის: კახა კალაძე

83
კახა-კალაძე-1

თბილისის მერი კახა კალაძე „არ არის დარწმუნებული“, რომ დეპოლარიზაციისთვის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში, „ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება მზადაა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დეპოლარიზაციისთვის, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა და დათქმა იმ 12-პუნქტიან გეგმაში. ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამისთვის, რადგან დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანა. შესასრულებელია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციულები, თუმცა, არიან ისეთები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g