LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი ანგარიშით” – კახა კალაძე

183
კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი ანგარიშით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g