„დარწმუნებული ვარ, ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება, სრული კონსენსუსით იქნება მიღებული,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, გასათვალისწინებელია როგორც ხელისუფლების, ისე სასულიერო პირთა ინტერესები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, პატრიარქ ილია II-ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს გაუგზავნა.
კათოლიკოს-პატრიარქი ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას მოითხოვს.