LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი სახეზეც არ მიცნობს. დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის” – ზურა ხაჩიძე

651
2024-05-31_01-51-39_685404

დარწმუნებული ვარ, სახეზეც არ მიცნობს. დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის. ეს არის და ეს, მაგრამ უფრო დიდ მადლობას ვეუბნები ქართველი ხალხის ნამუსის, სინდისის აღდგენისთვის, – ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილისგან თეთრიც კი არ აუღია.

„კაცმა 3 მილიარდი დახარჯა ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, ეკლესია-მონასტრებისთვის, თეატრებისთვის, მუსიკალური ცენტრებისთვის, სახელმწიფო კონსერვატორიისთვის, ჩემს სფეროში თუნდაც. მე არ ეგონოს ვინმეს, რომ ან დოტაციაზე ვარ, ან ბიძინასგან ხელფასს ვიღებ.

არცერთი თეთრი არ ამიღია მისგან და არც ვიცნობ კაცს. ერთადერთხელ, მისი დედის გარდაცვალების დღეს მივედი და მივუსამძიმრე. დარწმუნებული ვარ, სახეზეც არ მიცნობს. დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის. ეს არის და ეს, მაგრამ უფრო დიდ მადლობას ვეუბნები ქართველი ხალხის ნამუსის, სინდისის აღდგენისთვის. ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში, ყველამ იცის“, – აღნიშნა ხაჩიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები