„მგონია, რომ მძინავს და უნდა გავიღვიძო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც კოშმარი მესიზმრება, არ ვიყავი სახლში და შევესწარი, როცა ანდრო გაჰყავდათ სადარბაზოდან. მითხრა – დედა, ყველაფერი კარგად იქნება“, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ანდრო მიზანში ჰყავდათ, სამიზნე იყო – აი, ახლა ამას დავიჭერთ, მერე თქვენც მიგაყოლებთ, ასეთი შეგრძნება მაქვს. მე არაფერი მეთქმის, რასაც ვუყურებ დასახიჩრებულ ბავშვებს, ამ უბედურებას, ანდროზე ლაპარაკი მერიდება კიდეც, იმიტომ რომ ანდროსთან მოვიდნენ სახლში, მართალია 60 კაცი შემოვარდა, მაგრამ არ იყო არც ცემა, არც ჩხრეკა, პირიქით, ზრდილობიანი მოქცევა იყო – ვითომ კარგი პოლიციელები ვართ
მე არ ვიყავი სახლში და შევესწარი, როცა ანდრო გაჰყავდათ სადარბაზოდან. მითხრა – დედა, ყველაფერი კარგად იქნება.
„ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია ხელოვნების, რადგან მასში არის სიმართლის ხმა“ – მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა
„ანდრო არის მხნედ, რაც მთავარია, ჯანმრთელად“
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მხნედ არის, დარწმუნებული ვარ რომ მაგრად იქნება და მეც ვიქნები ძალიან მხნედ, ძალიან ვიბრძოლებ. ვისაც დავჭირდები, ნებისმიერ დედას შეუძლია მომმართოს და ყველას გვერდზე ვიქნები აბსოლუტურად“