LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

131
ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილი

„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“, – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები, „რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას“.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ შევატყობინე. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას იღებს, რათა ენერგიის გენერაცია აღადგინოს.

მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვისა და მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ერთად ვართ.

დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g