LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარწმუნებული ვარ, ივანიშვილთან ერთად შევძლებთ არჩევნებში გამარჯვებას” – თალაკვაძე

106

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნების და პარტიულ საქმიანობაში ჩართვის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ამოცანებია, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, ასევე, პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

“ამასთან დაკავშირებით, მან ოპოზიციურ სპექტრზე გააკეთა მთავარი აქცენტი. ასევე, შეეხო გუნდის შიგნით მცირე გაუგებრობებს,” – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, პარტიას წინ აქვს საპრეზიდენტო და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები.

“მე დარწმუნებული ვარ, პარტიის განახლებული გუნდით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ჩვენ შევძლებთ არჩევნებში გამარჯვებას მივაღწიოთ და რაც მთავარია, შევძლებთ იმ დაპირებებისა და ამოცანების შესრულებას, რომელზეც მან დღეს ისაუბრა,” – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g