“ევროპული საქართველოს” სიის პირველმა ნომერმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. დავით ბაქრაძემ ხმა პეტრიაშვილის ქუჩაზე – 172-ე ბაგა-ბაღში გახსნილ 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
„ხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე. ასეთი დიდი ხანია, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება.
მე, პირადად, ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა.
დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია, ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც იქნება დღის ბოლოს, ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
“არანაკლებ 55-ის, არამეტი 60-ის”- ივანიშვილის პროგნოზი არჩევნების შედეგებზე
საქართველოში მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს ბოლო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ქვეყნის კონსტიტუცია, მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
