LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება – დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“

101
138331493-3742197145837228-649804436724729468-n

სოფლის მეურნეობის მინისტრი „ნამახვანჰესზე“ საუბრობს და ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია.

ლევან დავითაშვილის  თქმით, არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის გამოდიან განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების წინააღმდეგ და მას ეჭვი აქვს, რომ მათ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებთ.

„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე სამწუხაროდ არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილსა და ნათია თურნავას ჰესის მშენებლობის ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარება დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g