“ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი უსმენს ხოლმე სტრასბურგი, როცა სჭირდება რომ ნეიტრალური პოზიცია გაიგოს.” – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვას სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს.
როგორც კახიძე აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და ომბუდსმენის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში მიიღებს:
“ევროპულ სასამართლოს აქვს პრაქტიკა – როდესაც სახალხო დამცველის აპარატს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში მესამე მხარედ რთავს, როგორც ნეიტრალურ, ობიექტურ მხარეს, რომლის დასკვნებიც, რეკომენდაციებიც მხედველობაში მიიღება სხვა მასალებთან ერთად.
ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი უსმენს ხოლმე სტრასბურგი, როცა სჭირდება რომ ნეიტრალური პოზიცია გაიგოს. ამ შემთხვევაშიც ქალბატონ ლომჯარიას თხოვნა სასამართლოსადმი სრულიად ლეგიტიმურია, შეესაბამება სტრასბურგის პრაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და სახალხო დამცველის აპარატის და თავად ომბუდსმენის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში მიიღებს.” – განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დღეს ოფიციალურად მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩართოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
როგორც ჩანს, სახალხო დამცველი არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს: მაჭარაშვილი